ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შემდეგ, ცნობილია ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის რვა მონაწილე: „რეალი“, „პარი სენ-ჟერმენი“, „ბაიერნი“, „ტოტენჰემი“, „მანჩესტერ სიტი“, „იუვენტუსი“, „ბარსელონა“ და „ლაიპციგი“.
აქედან „პარი სენ-ჟერმენს“, „ბაიერნს“, „მანჩესტერ სიტის“, „იუვენტუსსა“ და „ბარსელონას“ გარანტირებული აქვთ ჯგუფში პირველი ადგილი და განთესილებს შორის მოხვედრა.
მეორე ადგილს უნდა დასჯერდნენ „რეალი“ და „ტოტენჰემი“. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ადგილიდან გადის მერვედფინალში „ლაიპციგი“.
პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსიც დაკარგეს „ლოკომოტივმა“, „გენკმა“, „სლავიამ“ და „ლილმა“.
მერვედფინალში გასული კიდევ რვა გუნდი ბოლო ტურში გაირკვევა. მეექვსე ტურის ჩატარების თარიღია – 10-11 დეკემბერი.