ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნით პსჟ-ში მესის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენმა“ ვერ გადალახა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბაიერნის“ ბარიერი და ტურნირს გამოეთიშა.
ბევრმა იმედგაცრუება მიიღო ლიონელ მესის თამაშისგან, რომელიც თითქოს დაიკარგა განმეორებით მატჩში. როგორც ესპანური გაზეთი AS-ი ფრანგულ გამოცემა L’Équipe-ზე დაყრდნობთ წერს, ამან შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს არგენტინელთან კონტრაქტის გაგრძელების პროცესზე.
წყაროს ცნობით, „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ დადებითად იყო განწყობილი 35 წლის ფეხბურთელთან ურთიერთობის გაგრძელებაზე, მაგრამ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნამ ეჭვქვეშ დააყენა ამგვარი მოქმედების მიზანშეწონილობა.
კლუბის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ სატრანსფერო ბაზარზე მეტი თავისუფალი მოქმედების საშუალება ექნება, თუ მესის გაუშვებს, რადგან არგენტინელი წელიწადში 40 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ თუ მხარეები კონტრაქტს ვერ გააგრძელებენ, მესის, დიდი ალბათობით, ევროპის დატოვება მოუწევს, რადგან მხოლოდ პსჟ-ს შეუძლია მისთვის ასეთი ხელფასის გადახდა. ამან კი „ინტერ მაიამის“ უნდა გაუხსნას ხელფეხი, რომელიც სერიოზულად ფიქრობს მესის გაფორმებას.