ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო“ მეორე მატჩს ხორვატიაში გამართავს - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდი დღეს, 9 ნოემბერს 21:55 საათზე ჩემპიონთა ლიგაზე მორიგ მატჩს გამართავს. შეხვედრა ხორვატიის ქალაქ სპლიტში გაიმართება და დინამოელებს
„
იადრანი“ უმასპინძლებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
თბილისური გუნდისთვის ამ სეზონში ეს მეორე მატჩია. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ სტუმრად დაუპირისპირდა და 9:20 დამარცხდა. „იადრანმა“ კი დებიუტში „ბარსელონეტასთან“ 6:11 დათმო.
ხორვატებს ტიტულოვანი გუნდი ჰყავთ: „იადრანი“ 1991-1993 წლების ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულია, ამავე წლებში LEN-ის სუპერთასზე ორჯერ მეორე ადგილები დაიკავა, 1997-1998 წლების სეზონში LEN Trophy-ზე მეორე იყო, იუგოსლავიის ჩემპიონატები ცხრაჯერ აქვს მოგებული.
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა 2021-22
A ჯგუფი. „ტელეკომი“ (ბუდაპეშტი, უნგრეთი), „ზოდიაკ-ბარსელონეტა“ (ესპანეთი), „ოლიმპიაკოსი“ (ათენი, საბერძნეთი),„დინამო“ (თბილისი, საქართველო), „ნოვი ბელგრადი“ (სერბეთი), „რადნიჩკი“ (სერბეთი), „ბრეშა“ (იტალია), „იადრანი“ (სპლიტი, ხორვატია).
B ჯგუფი. პრო რეკო (იტალია), „იუგი“ (დუბროვნიკი, ხორვატია), „ვასპო-98“ (ჰანოვერი, გერმანია), „მარსელი“ (საფრანგეთი), „შპანდაუ-04“ (ბერლინი, გერმანია), „სტიაუა“ (ბუქარესტი, რუმინეთი), OSC-ბუდაპეშტი (უნგრეთი), „ცრვენა ზვეზდა“ (ბელგრადი, სერბეთი).
ჩვენი ჯგუფის პირველი ტურის მატჩები
„ზოდიაკ-ბარსელონეტა“ (ესპანეთი) – „იადრანი“ (სპლიტი, ხორვატია) 11:6
„ნოვი ბელგრადი“ (სერბეთი) – „რადნიჩკი“ (სერბეთი) 16:10
„ბრეშა“ (იტალია) – „ტელეკომი“ (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 8:8
„ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი) – „დინამო“ (საქართველო) 20:9
9 ნოემბერს A ჯგუფში, ასევე, ითამაშებენ: „ბრეშა“ – „ბარსელონეტა“, „რადნიჩკი“ – „ტელეკომი“. „ნოვი ბელგრადი“ – „ოლიმპიაკოსი“ .
„დინამო“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საშინაო შეხვედრას თბილისის „ოლიმპიკის“ აუზში 19 ნოემბერს გამართავს – ესპანეთის „ბარსელონეტას“ უმასპინძლებს.