ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო“ მეორე მატჩს ხორვატიაში გამართავს - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო“ მეორე მატჩს ხორვატიაში გამართავს - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდი დღეს, 9 ნოემბერს 21:55 საათზე ჩემპიონთა ლიგაზე მორიგ მატჩს გამართავს. შეხვედრა ხორვატიის ქალაქ სპლიტში გაიმართება და დინამოელებს

იადრანი“ უმასპინძლებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

თბილისური გუნდისთვის ამ სეზონში ეს მეორე მატჩია. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ სტუმრად დაუპირისპირდა და 9:20 დამარცხდა. „იადრანმა“ კი დებიუტშიბარსელონეტასთან“ 6:11 დათმო.

ხორვატებს ტიტულოვანი გუნდი ჰყავთ: „იადრანი“ 1991-1993 წლების ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულია, ამავე წლებში LEN-ის სუპერთასზე ორჯერ მეორე ადგილები დაიკავა, 1997-1998 წლების სეზონში LEN Trophy-ზე მეორე იყო, იუგოსლავიის ჩემპიონატები ცხრაჯერ აქვს მოგებული.

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა 2021-22

A ჯგუფი. „ტელეკომი“ (ბუდაპეშტი, უნგრეთი), „ზოდიაკ-ბარსელონეტა“ (ესპანეთი), „ოლიმპიაკოსი“ (ათენი, საბერძნეთი),„დინამო“ (თბილისი, საქართველო), „ნოვი ბელგრადი“ (სერბეთი), „რადნიჩკი“ (სერბეთი), „ბრეშა“ (იტალია), „იადრანი“ (სპლიტი, ხორვატია).

B ჯგუფი. პრო რეკო (იტალია), „იუგი“ (დუბროვნიკი, ხორვატია), „ვასპო-98“ (ჰანოვერი, გერმანია), „მარსელი“ (საფრანგეთი), „შპანდაუ-04“ (ბერლინი, გერმანია), „სტიაუა“ (ბუქარესტი, რუმინეთი), OSC-ბუდაპეშტი (უნგრეთი), „ცრვენა ზვეზდა“ (ბელგრადი, სერბეთი).

ჩვენი ჯგუფის პირველი ტურის მატჩები

ზოდიაკ-ბარსელონეტა“ (ესპანეთი) – „იადრანი“ (სპლიტი, ხორვატია) 11:6

„ნოვი ბელგრადი“ (სერბეთი) – „რადნიჩკი“ (სერბეთი) 16:10

ბრეშა“ (იტალია) – „ტელეკომი“ (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 8:8

„ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი) – „დინამო“ (საქართველო) 20:9

9 ნოემბერს A ჯგუფში, ასევე, ითამაშებენ: „ბრეშა“ – „ბარსელონეტა“, „რადნიჩკი“ – „ტელეკომი“. „ნოვი ბელგრადი“ – „ოლიმპიაკოსი“ .

„დინამო“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საშინაო შეხვედრას თბილისის „ოლიმპიკის“ აუზში 19 ნოემბერს გამართავს – ესპანეთის „ბარსელონეტას“ უმასპინძლებს.