ფაქტები
* ლიონელ მესიმ „ბარსელონაში” მე-700 მატჩი ჩაატარა.
* მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე 34-ე გუნდს გაუტანა და ამ მაჩვენებლით გაუსწრო კრიშტიანო რონალდოსა და რაულს, რომლებსაც 33 კლუბისთვის გაუტანიათ.
* ლაუტარო მარტინესმა ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა. მანამდე „ინტერში” ასეთი სერია ჰქონიათ – სამუელ ეტო’ოს, კრისტიან ვიერისა და ერნან კრესპოს.
* ლუის სუარესს ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას” შემადგენლობაში 23 გოლი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით მან გაუსწრო რივალდოს და მეორე ადგილზე გადავიდა.
* სუარესს ამ სეზონში 10 გოლი დაუგროვდა ოფიციალურ მატჩებში. ურუგვაელი უკვე ზედიზედ 15 სეზონია მინიმუმ 10 გოლს იტანს.
* „ბარსელონასა” და „დორტმუნდის” შეხვედრას 90 071 მაყურებელი დაესწრო. ეს მიმდინარე სეზონის რეკორდია კატალონური გუნდისთვის.
ბარსელონა–დორტმუნდი 3:1
გოლები: 1:0 სუარესი (29), 2:0 მესი (33), 3:0 გრიზმანი (67), 3:1 სანჩო (77)
ბარსელონა: ტერ შტეგენი – რობერტო, უმტიტი, ლენგლე, ჟუნიორი – რაკიტიჩი (78. ვიდალი), ბუსკეტსი, დე იონგი – მესი, უ. დემბელე (26. გრიზმანი), სუარესი (90+1. ვაგე).
დორტმუნდი: ბურკი – პიშჩეკი (76. ზაგადუ), აკანჯი, ჰუმელსი, შულცი (46. სანჩო) – ვაიგლი (85. გიოტცე), ვიტსელი – ჰაკიმი, ბრანდტი, გერეირო – როისი.
სლავია–ინტერი 1:3
გოლები: 0:1 მარტინესი (19), 1:1 სუჩეკი (37-პენ), 1:2 ლუკაკუ (81), 1:3 მარტინესი (88)
სლავია: კოლარი, კუფალი, ფრიდრიხი (83. ტაკაში), კუდელა, ბორილი – სუჩეკი, ჰუსბაუერი (70. ზელენი) – მასოპუსტი, სტანჩუ (58. ტრაორე), სევჩიკი – ოლაინკა.
ინტერი: ჰანდანოვიჩი – გოდინი, დე ვრეი, შკრინიარი – კანდრევა, ვესინო (80. ესპოზიტო), ბროზოვიჩი, ბორხა ვალერო (76. გალიარდინი), ბირაგი (76. ლაძარო) – ლუკაკუ, მარტინესი.
თ მ ფ წ ბ ქ
- ბარსელონა 5 3 2 0 7:3 11
- ინტერი 5 2 1 2 9:7 7
- დორტმუნდი 5 2 1 2 6:7 7
- სლავია 5 0 2 3 3:8 2
ბოლო ტური. 10 დეკემბერი
ინტერი-ბარსელონა
დორტმუნდი-სლავია