ჩემპიონთა ლიგა, V ტური - E ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა
ჩემპიონთა ლიგა, V ტური - E ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* იურგენ კლოპმა მე-100 მატჩი ჩაატარა ევროთასებზე. გერმანელის ანგარიშზეა 53 მოგება, 22 ფრე და 25 წაგება.

* დრის მერტენსს ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 18 მატჩში 17 გოლში აქვს მიღებული მონაწილეობა.

* ერლინგ ჰაალანდმა მერვე გოლი გაიტანა და პირველი შედეგიანი პასი შეასრულა ამ ჩემპიონთა ლიგაზე. ნორვეგიელი მეორე ადგილზეა ბომბარდირთა სიაში.

* ჰაალანდი გახდა პირველ თინეიჯერი ევროთასების ისტორიაში. ვისაც ზედიზედ ხუთ მატჩში გაუტანია გოლი. აქამდე ასეთი სერია ალესანდრო დელ პიეროსა და დიეგო კოშტას ჰქონდათ.

ლივერპული-ნაპოლი 1:1

გოლები: 0:1 მერტენსი (21), 1:1 ლოვრენი (65)

ლივერპული: ალისონი – გომესი (57. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი – ჰენდერსონი, ფაბინიო (19. ვეინალდუმი), მილნერი (78. ალექსანდერ-არნოლდი) – სალაჰი, მანე, ფირმინო.

ნაპოლი: მერეტი – მაქსიმოვიჩი, მანოლასი, კულიბალი, მარიო რუი – დი ლორენცო, ალანი, ზელინსკი (85. იუნესი), რუისი – მერტენსი (81. ელმასი), ლოსანო (72. ლორენტე).

გენკი-ზალცბურგი 1:4

გოლები: 0:1 დაკა (43), 0:2 მინამინო (45), 0:3 ჰვანი (69), 1:3 სამატა (85), 1:4 ჰაალანდი (87)

გენკი: კუკე – დევასტი, ფიგეროა, ლუკუმი – მაელე, ბერგე, ჰროსოვსკი (59. ონუაჩუ), დე ნორე – იტო (79. ჰაჯი), პენტსილი (65. პენტსილი), სამატა.

ზალცბურგი: კარლოსი – კრისტენსენი, ონგუენე, ვობერი, ულმერი – მვეპუ, მინამინო (89. ვალცი), იუნუზოვიჩი, შობოშლაი (80. ოკუგავა) – დაკა (62. ჰაალანდი), ჰვანი.

თ მ ფ წ ბ ქ

  1. ლივერპული 5 3 1 1 11:8 10
  2. ნაპოლი 5 2 3 0 7:4 9
  3. ზალცბურგი 5 2 1 2 16:11 7
  4. გენკი 5 0 1 4 5:16 1

ბოლო ტური. 10 დეკემბერი

ზალცბურგი-ლივერპული

ნაპოლი-გენკი