ჩემპიონთა ლიგა – „რეალმა“ „მონაკოს“ ექვსი გოლი გაუტანა, მბაპემ დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

02:38, 21.01.2026

მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მეშვიდე ტურში შინ 6:1 გაანადგურა „მონაკო“.

ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა კილიან მბაპემ, თითო გოლი გაიტანეს ფრანკო მასტანტუონომ, ვინისიუსმა და ჯუდ ბელინგემმა, ერთი ავტოგოლი ტილო კერერის ანგარიშზე იყო. „მონაკოს“ მხრიდან 0:5-ზე თავი გამოიჩინა ჯორდან ტეზემ.

ამ მოგებით „რეალი“ 15 ქულით ცხრილში მეორე ადგილს იყოფს „ბაიერნთან“, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. „მონაკო“ ცხრა ქულით მე-20 ადგილზეა.

მსგავსი