ჩემპიონთა ლიგა. II ტური - D ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა
ჩემპიონთა ლიგა. II ტური - D ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* 19 წლისა და 325 დღის ჟოაო ფელიქსი „ატლეტიკოს“ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაუტანია. მან გააუმჯობესა სერხიო აგუეროს რეკორდი (20 წლისა და 106 დღის).

* * კრიშტიანუ რონალდუმ 33-ე გუნდს გაუტანა გოლი ჩემპიონთა ლიგაზე. მან გაიმეორა რაულის რეკორდი.

შედეგები

იუვენტუსი-ლევერკუზენი 3:0

გოლები: 1:0 იგუაინი (17), 2:0 ბერნარდესკი (62), 3:0 რონალდუ (88)

იუვენტუსი: შჩესნი – კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო – ხედირა (74. ბენტანკური), პიანიჩი, მატუიდი – რონალდუ, იგუაინი (83. დიბალა), ბერნარდესკი (78. რემზი)

ლევერკუზენი: ჰრადეცკი – ვაიზერი, ს. ბენდერი, ტა, ვენდელი – ბაუმგარტლინგერი, არანგისი (80. სინკრავენი) – ჰავერცი, დემირბაი (46. ამირი), ვოლანდი – ალარიო (68. პაულინიო)

ლოკომოტივი-ატლეტიკო 0:2

გოლები: 0:1 ჟოაო ფელიქსი (48), 0:2 ტომასი (58)

ლოკომოტივი: გილერმე – იგნატიევი (80. ედერი), ჩორლუკა, ჰიოვედესი, რიბუსი – ჟემალეტდინოვი (33. იდოვუ), ბარინოვი, მურილიო, კრიხოვიაკი, ჟოაო მარიო – სმოლოვი (83. კოლომოიცევი)

ატლეტიკო: ობლაკი – არიასი, სავიჩი, ხიმენესი, ლოდი – ჟოაო ფელიქსი (84. ერმოსო), საული, ტომასი, კოკე (87. კორეა) – მორატა, დიეგო კოშტა (77. ლემარი)

გათამაშების ცხრილი

1. იუვენტუსი – 4 ქულა

2. ატლეტიკო – 4

3. ლოკომოტივი – 3

4. ლევერკუზენი – 0