ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს და მათ შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევს
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს და მათ შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჩეხეთი სრულ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„2022 წლის 10 აპრილს სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს და მათ შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევს. ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრეთვე მიუღებლად მიიჩნევს დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას რეგიონის სტატუსის შეცვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო სრულ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – ნათქვამია ჩეხეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.  პირველადი შედეგების მიხედვით, მარიონეტული რეჟიმი სავარაუდოდ მეორე ტურს გამართავს. სეპარატისტული რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. არჩევნების მეორე ტურში დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.