ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგების მიხედვით, სავარაუდოდ მეორე ტური გაიმართება
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგების მიხედვით, სავარაუდოდ მეორე ტური გაიმართება

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგების მიხედვით, მარიონეტული რეჟიმი სავარაუდოდ მეორე ტურს გამართავს.

სეპარატისტული რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. არჩევნების მეორე ტურში დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

მანამდე პარტია „ნიხასის“ ლიდერმა, ალან გაგლოევმა თქვა, რომ „არჩევნებში“ ლიდერობს.

მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა წინასწარი შედეგების გამოქვეყნება 11 აპრილისთვის გადადეს.