„ბარსელონას“ პრეზიდენტს ჟოან ლაპორტასა და კლუბის მთავარ მწვრთნელს ჩავის უთანხმოება აქვთ ნახევარმცველ უსმან დემბელეს გამო, – იტყობინება გაზეთი „მარკა“.
წყაროს ცნობით, ლაპორტას სურს, რომ დემბელემ აღარ ითამაშოს კატალონურ კლუბში.
თავის მხრივ, ჩავი არ ითხოვს იმას, რომ დემბელე კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩეს, მაგრამ ესმის ნახევარმცველის დონე და მიაჩნია, რომ მას შეუძლია სასარგებლო იყოს გუნდისთვის. ასევე ჩავი ფიქრობს, რომ დემბელე შეიძლება გახდეს გუნდის ახალწვეულის პიერ-ემერიკ ობამეიანგის ადაპტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან ისინი „დორტმუნდში“ ერთად თამაშობდნენ.
უახლოეს დღეებში შედგება მხარეებს შორის შეკრება, რომელზეც განიხილავენ დემბელეს საკითხს.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ბარსელონას“ სურს ფეხბურთელთან კონტრაქტის გაუქმება ორმხრივი შეთანხმების თანახმად. თუ დემბელე დათანხმდება, მაშინ ფრანგი თავისუფალი აგენტი გახდება და კატალონელები მას ხელფასის ნაწილს გადაუხდიან იქამდე, სანამ ფეხბურთელი ახალ კლუბს იპოვნის.
იმ შემთხვევაში, თუ დემბელე უარს იტყვის კონტრაქტის გაწყვეტაზე და „ბარსელონა“ ამას ცალმხრივად გააკეთებს, მაშინ კატალონელებს მოუწევთ ფრანგისთვის სრული ხელფასის გადახდა 30 ივნისამდე.