ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც უბედურ შემთხვევას ორი მუშა ემსხვერპლა, სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია 
ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც უბედურ შემთხვევას ორი მუშა ემსხვერპლა, სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია 

თბილისში, ჭავჭავაძის 5 ნომერში, სადაც უბედურ შემთხვევას ორი მუშა ემსხვერპლა, სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. შემთხვევის ადგილი დალუქულია. ტერიტორიაზე მხოლოდ დაცვის თანამშრომლები რჩებიან.

სამშენებლო ობიექტს შრომის ინსპექტორები მოინახულებენ. მათ უნდა დაადგინონ, იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები.

პირველადი მოკვლევა შემთხვევის ადგილზე გუშინ ჩატარდა, რის საფუძველზეც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო.

სამშენებლო ობიექტი ერთი კვირის წინ მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა შეამოწმეს, თუმცა მათ რაიმე სახის დარღვევა არ დაუფიქსირებიათ.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე გუშინ მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორე მამაკაცის ცხედარს კი, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.