ჩარლზ ოლივერა - ხაბიბი ტონის შორის გამარჯვებული ან ტოპ 5-ის მებრძოლი, სხვა ვარიანტს მომდევნო ბრძოლისთვის არ განვიხილავ
დღეს, ბრაზილიაში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ღონისძიება, პირველად ისტორიაში მაყურებლების გარეშე გაიმართა. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა.
მსუბუქი წონითი დივიზიონის (lightweight) მებრძოოლმა ჩარლზ ოლივერამ (29-8, UFC 17-8) ზედიზედ მე-7 გამარჯვება იზეიმა. ბრაზილიელის მეტოქე ამერიკელი კევინ ლი იყო. ოლივერამ UFC-ის კარიერაში მახრჩობელა ილეთით რიგით მე-14 გამარჯვება იზეიმა და ამ მაჩვენებლით ის ლიგაში საუკეთესოა. ბრძოლის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ოლივერამ განაცხადა, რომ მომდევნო ბრძოლის ჩატარება ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონს შორის გამარჯვებულთან ან რეიტინგის ტოპ 5-ის რომელიმე მებრძოლთან სურს.
„რა თქმა უნდა მე ყველასთან ვარ მზად ოქტაგონზე გასასვლელად, თუმცა ვფიქრობ, რომ ვიყო ტოპ 10 მებრძოლს შორის. მე ვიმსახურებ ტოპ 5 მებრძოლიდან, რომელიმესთან დაპირისპირებას ან ხაბიბი რტონის შორის გამარჯვებულთან შეხვდრას. კევინ ლისთან ბრძოლას დაახლოებით 1 წელი ველოდი და ძალიან მიხარია, რომ გამარჯვება შევძელი.”- განაცხადა ბრაზილიელმა.
მას შემდეგ, რაც ოლივერა მსუბუქ წონით დივიზიონში (lightweight) გადმოვიდა მისი რეკორდი 8 მოგება და 1 წაგებაა. მან ისეთ მებრძოლებს სძლია, როგორებიც არიან ვილ ბრუკსი, ჯიმ მილერი, კლეი გუიდა, ნიკ ლენცი და ახლა უკვე კევინ ლი.