ჩარლზ მესამე და პრინცი უილიამი დედოფალთან გამოსამშვიდობებლად რიგში მდგომებს მიესალმნენ და გაესაუბრნენ [ვიდეო]
ლონდონში, დედოფალ ელისაბედ მეორესთან გამოსამშვიდობებლად ათასობით ადამიანი ქუჩაში დგას. დიდი ბრიტანეთის დედოფლის ცხედარი ვესტმინსტერის სასახლეშია დასვენებული და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მასთან დამშვიდობება. მსურველი კი იმდენია, რომ მოქალაქეებს სასახლეში მოსახვედრად 24-საათიან რიგში დგომა უწევთ.
ცოტა ხნის წინ, ლამბეთის სასახლესთან, სანაპიროზე მოქალაქეებთან გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამე და უელსის პრინცი უილიამი მივიდნენ. ისინი დედოფალთან გამოსამშვიდობებლად დილიდან რიგში მდგომებს მიესალმნენ და გაესაუბრნენ.
ამ დროისთვის ლონდონში ჩავიდნენ ავსტრალიისა და კანადის პრემიერ-მინისტრებიც – ენტონი ალბანეზა და ჯასტინ ტრუდო ვესტმინსტერის სასახლეში მივიდნენ დედოფლის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად.
გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს, უინძორის სასახლის ტერიტორიაზე დაკრძალავენ. დედოფლის დაკრძალვის დღეს ლონდონში 500-მდე მაღალი რანგის პოლიტიკოსს ელოდებიან.