ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩი ყაიმით დაიწყო #1TVSPORT
ყაზახეთის ქალაქ ასტანაში დაიწყო ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩი.
მას შემდეგ, რაც ტიტულის დაცვაზე უარი თქვა ნორვეგიელმა მაგნუს კარლსენმა, ჩემპიონობისთვის ბრძოლა დაიწყეს რუსმა იან ნეპომნიაშჩიმ და ჩინელმა დინ ლიჟენმა. რუსი ზედიზედ მეორედ თამაშობს ტიტულისთვის, ჩინელისთვის კი ეს დებიუტია. აქამდე მათ ურთიერთდაპირისპირებაში 3:2-ს ნეპომნიაშჩი ლიდერობდა.
FIDE-ს რეიტინგით, დღეისთვის ნეპომნიაშჩი მსოფლიოს მეორე მოჭადრაკეა (2795), ლიჟენი – მესამე (2788).
კვირას გაიმართა პირველი პარტია, რომელშიც ნეპომნიაშჩი თეთრი ფიგურებით თამაშობდა და უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ 49-ე სვლაზე მეტოქეები დაზავდნენ.
მომდევნო პარტია ორშაბათს გაიმართება, სულ კი მოჭადრაკეებმა 14 პარტია უნდა ითამაშონ.