ჭადრაკში ჩემპიონთა მატჩის პირველი ტურის პარტიები გაიმართა #1TVSPORT
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით დღეს ბათუმში ჩემპიონთა მატჩის პირველი ტურის პარტიები გაიმართა.
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრების წევრები, მსოფლიოს ტოპმოჭადრაკეები: მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, ანა მუზიჩუკი და მარია მუზიჩუკი.
დღეს პირველ ტურში ორივე შეხვედრა ყაიმით დასრულდა – მარია მუზიჩუკი – ნინო ბაციშვილის, ხოლო ანა მუზიჩუკი მერი არაბიძის მეტოქე იყო.
ხვალ, მეორე ტურში ორივე ქართველი მოჭადრაკე შავი ფერის ფიგურებით ითამაშებს.
ასპარეზობა 7 დღეს გაგრძელდება.