ჭადრაკის ფედერაციამ საჭადრაკო ოლიმპიადა შეაჯამა [ფოტო]
ჭადრაკის ფედერაციამ საჭადრაკო ოლიმპიადა შეაჯამა [ფოტო]

დღეს, 18:30 საათზე, სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ჭადრაკის ფედერაციამ 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ანგარიში წარადგინა.

ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დაესწრო.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძემ, რომელიც ამავადრულად ჭადრაკის ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფი ხელმძღვანელი გახლდათ, ბათუმში ჩატარებული ოლიმპიადა შეაჯამა, როგორც საორგანიზაციო, ისე სუფთა სპორტული თვალსაზრისით.

გია გიორგაძემ მადლობის სიგელები გადასცა საორგანიზაციო ჯგუფის თანამშრომლებს და
ტურნირის მხარდამჭერ კომპანიებს, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელს.

შეგახსენებთ, ოლიმპიადაზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

ჭადრაკის ფედერაციის მიერ დასახული ამოცანა წარმატებით გადაჭრა ქალთა მეორე ნაკრებმაც, რომელიც ტურნირზე მე-14 ნომრად იყო განთესილი და საბოლოოდ მე-9 ადგილი დაიკავა. მთლიანობაში საქართველო ოლიმპიადაზე ექვსი.გუნდით წარდგა.

ახლახანს, საქართველოს ნაკრების მოჭადრაკეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა წარმატებით იასპარეზა ევროპის საკლუბო პირველობაზეც. ბათუმის „ნონამ“ საბერძნეთში გამართულ საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი და ვერცხლის მედლები მოიპოვა.

წყარო – საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია