ჭადრაკი | საქართველოს ქალთა ნაკრებმა ოლიმპიადაზე ჩეხეთი დაამარცხა #1TVSPORT
ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მიმდინარე 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩეხეთის გუნდი მინიმალური სხვაობით 2,5:1,5 დაამარცხა.
მეორე დაფაზე მოთამაშე ნინო ბაციაშვილმა თეთრი ფერის ფიგურებით 27-ე სვლაზე იოანა ვორეკი დაამარცხა.
ნანა ძაგნიძემ, სალომე მელიამ და მერი არაბიძემ პარტიები ყაიმით დაასრულეს.
ზედიზედ ორი მოგების შემდეგ დამარცხდა საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრები. მესამე ტურში ქართველმა მოჭადრაკეებმა ოლიმპიადის უპირობო ფავორიტთან აშშ-ის ნაკრების წევრებთან 1:3 წააგეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ის ნაკრების სამი წევრი ფიდეს რეიტინგის ტოპ-ათეულის წევრია.