ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯავახიშვილი ოქროსთვის, მიშველიძე კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT
ბოსნია-ჰერცეგოვინაში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა ჯავახიშვილი (73კგ) ფინალში იასპარეზებს. მისი მეტოქე იაპონელი კეიტო კიჰარა იქნება.
ტირნირზე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს მეორე ქართველი გიორგი მიშველიძე (73კგ). იგი ბრაზილიელ ანტონიო მედიერეს ნეტოს შეხვდება.
ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ, მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრების წევრებს ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი აქვთ მოპოვებული.