ბურკინა ფასოში შეიარაღებულმა პირებმა მეჩეთში 15 ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. ინციდენტი ბურკინა ფასოს ჩრდილოეთ ნაწილში, მალის საზღვართან მდებარე ერთ-ერთი სოფლის მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს მოხდა. სროლის შედეგად არიან დაშავებულებიც.
შეიარაღებული თავდამსხმელები ვინაობა უცნობია. მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის გამო სოფელი მოსახლეობის ნაწილმა დატოვა.
ბურკინა ფასოში, განსაკუთრებით მალისთან მოსაზღვრე რაიონებში ჯიჰადისტების მხრიდან თავდასხმები 2015 წლიდან გახშირდა, რის გამოც ქვეყანაში ასობით სკოლა დაიხურა.