პაკისტანში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა
პაკისტანში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა

პაკისტანის ქალაქ ფეშავარში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა, 150-ზე მეტი პირი დაშავებულია. პაკისტანის სპეცსამსახურების ინფორმაციით, მეჩეთში, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა ლოცვის დროს აიფეთქა თავი.

შემთხვევის დროს ადგილზე 300-დან 400-მდე პოლიციელი იმყოფებოდა, რადგან ქალაქის იმ რაიონში, სადაც მეჩეთი მდებარეობს, პოლიციის ოფისი, ასევე სადაზვერვო და კონტრტერორისტული ბიუროებია განთავსებული.

როგორც პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, ტერორისტებს სურთ, დათესონ შიში მათზე თავდასხმით, ვინც პაკისტანის დაცვის მოვალეობას ასრულებს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც „ბიბისი“ წერს, აფეთქებას სპეცსამსახურები პაკისტანში მოქმედ „თალიბანის“ დაჯგუფებას უკავშირებენ.