ბურჯანაძის 7-ქულიანი წვლილი „გრან კანარიას“ გამარჯვებაში (ვიდეო)

ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ ესპანეთის ჩემპიონატში გასვლითი გამარჯვება მოიპოვა. კუნძულელები ლიგის აუტსაუდერ „აკუნსა გიპუზკოა ბასკეტს“ ესტუმრნენ და 79:65 დაამარცხეს.

გამარჯვებაშ თავისი წილი ქართველმა ფორვარდმაც დაიდო. ბურჯანაძემ 20 წუთზე მეტ ხანს ითამაშა და 7 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთიც ერთხელ დაკარგა. კანარელთა ქართველმა ფორვარდმა 3-დან 1 ორქულიანი, 1 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. გამარჯვებულთაგან 12 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო ეიჯეი სლაგტერი.

4 მოგებითა და 10 მარცხით „გრან კანარია“ ცხრილში მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში მყოფ 3 გუნდს 2 გამარჯვებით უსწრებს. შემდეგი შეხვედრა ბურჯანაძის გუნდს 27 დეკემბერს, სტუმრად „მანრესასთან“ ელის.