ბუქარესტის ჩემპიონატზე ძალოსანი გოგა ჩხეიძე ატაცში მეხუთე ადგილზე გავიდა
ბუქარესტში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს გოგა ჩხეიძემ (69 კგ.) ატაცში სამივე ცდა – 130, 134, 137 წარმატებით გამოიყენა და მეხუთე ადგილზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძალოსანმა მესამე ცდაზე პირადი რეკორდი ორი კილოგრამით გააუმჯობესა.
რამდენიმე წუთში შეჯიბრი აკვრაში დაიწყება.