ტოკიო 2020 | 25 ივლისს ოლიმპიურ ფიცარნაგზე ქართველი ძალოსნები გამოვლენ [ვიდეო] #1TVSPORT
ტოკიო 2020 | 25 ივლისს ოლიმპიურ ფიცარნაგზე ქართველი ძალოსნები გამოვლენ [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების წევრთაგან პირველი ფიცარნაგზე 67 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოგა ჩხეიძე გამოვა, ის B ჯგუფში მოსინჯავს საკუთარ ძალებს.

შეჯიბრი 06:50 საათზე იწყება.

რაც შეეხება შოთა მიშველიძეს, ის 61 კგ. წონით კატეგორიაში დაიცავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას.

61კგ. წონით კატეგორიაში A ჯგუფის შეჯიბრის სტარტი 10:50 საათზე დაიწყება.