ძალოსნობა | გოგა ჩხეიძემ ორჭიდის ჯამში 302 კგ. დააფიქსირა #1TVSPORT
ძალოსნობა | გოგა ჩხეიძემ ორჭიდის ჯამში 302 კგ. დააფიქსირა #1TVSPORT

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძალოსანმა გოგა ჩხეიძემ (67 კგ წონით კატეგორია) ასპარეზობა დაასრულა.

ქართველმა ძალოსანმა, რომელიც B ჯგუფში გამოდიოდა ატაცში 133, ხოლო აკვრაში 169 კილოგრამი დაძლია და ორჭიდის ჯამში 302 კგ-ით ჯგუფის ლიდერი გახდა.

67 კგ. წონითი კატეგორიის საბოლოო შედეგები A ჯგუფის შეჯიბრის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

ფოტოები: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო