ბუქარესტის ჩემპიონატზე ძალოსანი გოგა ჩხეიძე ატაცში მეხუთე ადგილზე გავიდა

22:28, 28.03.2018

ბუქარესტში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს გოგა ჩხეიძემ (69 კგ.) ატაცში სამივე ცდა – 130, 134, 137 წარმატებით გამოიყენა და მეხუთე ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძალოსანმა მესამე ცდაზე პირადი რეკორდი ორი კილოგრამით გააუმჯობესა.

რამდენიმე წუთში შეჯიბრი აკვრაში დაიწყება.

მსგავსი