ბულგარეთმა დიდ ბრიტანეთთან ფრენები 31 იანვრამდე შეაჩერა
ბულგარეთმა დიდ ბრიტანეთთან ფრენები 31 იანვრამდე შეაჩერა

ბულგარეთმა დიდ ბრიტანეთთან ფრენები 31 იანვრამდე შეაჩერა. როგორც „გარდიანი“ წერს, ფრენების შეჩერება დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილ „კოვიდ-19“-ის ახალ სახეობას უკავშირდება.

ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბრიტანეთიდან ჩამოსული მგზავრებისთვის 10-დღიანი იზოლაციის გავლა სავალდებულო იყო. ახალი შეზღუდვის თანახმად კი, დიდ ბრიტანეთთან ყველა სახის ფრენები 21 დეკემბრიდან შეჩერდა.

ბრიტანეთთან ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება უკვე მიიღო კიდევ რამდენიმე ქვეყანამ.

დატოვე კომენტარი