საუდის არაბეთის კლუბი ლეგენდარულ მეკარეს, ჯანლუიჯი ბუფონს იწვევს, – იუწყება ცნობილი იტლიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბუფონს 30 მილიონ ევროს და ორწლიან კონტრქატს სთავაზობენ, 45 წლის მეკარე კი გადაწყვეტილების მისაღებად დროს ითხოვს.
ბუფონს „პარმასთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. გასულ სეზონში მან „პარმას“ შემადგენლობაში 19 მატჩი და ჩაატარა და ხუთ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია.