უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ხვალ იუნიორ ხმლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყება.
ხმლით მოფარიკავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ალექსანდრ ტორჩუკთან ერთად ბუდაპეშტში სამი ქართველი მოფარიკავე – ლიკა ჯიჯეიშვილი, ვაჟა რეჭია და ნიკა შენგელია გაემგზავრნენ.
ქართველთაგან პირველი ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს ვაჟა რეჭია გამართავს. ხვალვე პირველ შეხვედრებს ნიკა შენგელია და ლიკა ჯიჯეიშვილი ჩაატარებენ.