ბრიტანეთში დღეს დიდი შვიდეულის სამიტი გაიმართება
ბრიტანეთში დღეს დიდი შვიდეულის სამიტი გაიმართება

დიდ ბრიტანეთში დღეს დიდი შვიდეულის სამიტი გაიმართება, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაესწრება. მასთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების სხვა ლიდერები და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა პანდემია იქნება. ლიდერები პირობას დადებენ, რომ ღარიბ ქვეყნებს ერთ მილიარდ ვაქცინას გადასცემენ. ამასთან ერთად, დიდი შვიდეულის სამიტზე განიხილავენ რუსეთისა და ჩინეთის საკითხსაც.

სამიტის დაწყებამდე ჯო ბაიდენი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ახალ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

დიდი შვიდეულის სამიტი კორნუოლში იმართება და ორი დღეს გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი