დიდ ბრიტანეთს ბრექსიტის ახალი მინისტრი სტივენ ბარკლაი ჰყავს. ინფორმაციას ВВС-ი ავრცელებს. სტივენ ბარკლაი დომინიკ რააბს ცვლის. რააბმა თანამდებობა გუშინ, მას შემდეგ დატოვა, რაც ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ ბრექსიტთან დაკავშირებით ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმება გაასაჯაროა. რააბი შეთანხმების ამ ვერსიას მხარს არ უჭერს.
რააბი მეორე მინისტრია, რომელმაც ეს თანამდებობა დატოვა. ივლისში ბრექსიტის მინისტრის პოსტი დევიდ დევისმა დატოვა – მიზეზი ტერეზა მეისთან შეუთანხმებლობა იყო.
სტივენ ბარკლაი ბრიტანეთის პარლამენტის წევრია, ის ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლას უჭერს მხარს. ის წარსულში ჯანდაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ბრექსიტის შეთანხმების პროექტს მხარი დაუჭირა. შეთანხმების ძალაში შესვლამდე მას ევროკავშირის წევრები უნდა დაეთანხმონ. წინასწარი გეგმის მიხედვით, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის მარტში უნდა დატოვოს.