ბრიტანეთის ქალაქ რედინგში რამდენიმე ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს
ბრიტანეთის ქალაქ რედინგში რამდენიმე ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს

ბრიტანეთის ქალაქ რედინგში რამდენიმე ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტო „სქაი ნიუსი“ კი წერს, რომ ცივი იარაღით თავდასხმა რედინგის პარკში, იმ ადგილზე მოხდა, სადაც რამდენიმე საათით ადრე დევიზით „შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ საპროტესტო აქცია ჩატარდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ ცდილობენ ექიმები დაშავებული ადამიანების დახმარებას, თუმცა „როიტერი“ წერს, რომ სააგენტომ ვერ შეძლო არსებული კადრების დამოუკიდებლად გადამოწმება.

ინციდენტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრიტი პატელიმ. ადგილობრივი საბჭოს ხელმძღვანელობა მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქალაქის ცენტრში გადაადგილებისგან. ინციდენტს პოლიცია იძიებს.