ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბორის ჯონსონს მოკლე მანძილზე სიარული შეუძლია და ექიმებს ესაუბრა
ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბორის ჯონსონს მოკლე მანძილზე სიარული შეუძლია და ექიმებს ესაუბრა

​კორონავირუსით ინფიცირებულ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს მოკლე მანძილზე სიარული შეუძლია, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა განაცხადა.

დაუნინგ სტრიტის ცნობით, ბორის ჯონსონი ექიმებს ესაუბრა და მთელ სამედიცინო გუნდს მადლობა გადაუხადა მზრუნველობისთვის.

„მისი ფიქრები ახლა მათთანაა, ვინც ამ საშინელი დაავადებით დაზარალდა“, – განაცხადეს პრემიერის ოფისში.

ბორის ჯონსონმა ინტენსიური განყოფილება 9 აპრილს, საღამოს დატოვა და მკურნალობას ლონდონში, წმინდა თომას ჰოსპიტალში განაგრძობს.