შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის საფრანგეთში – „მოამბე“ პარიზიდან, ლევან ახალაიას ჩართვა

21:13, 24.10.2026

პარიზი ისევ აქციების ეპიცენტრია – ათასობით ადამიანი დღეს ვინსენის კარიბჭესთან შეიკრიბა, სწორედ იქამდე მისვლა იყო დემონსტრანტებისთვის ნებადართული. მსვლელობას სამართალდამცველები აკონტროლებდნენ, ადგილი ჰქონდა რამდენიმე ინციდენტს, დაკავებულია ათზე მეტი დემონსტრანტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი აქციისთვის მობილიზებულია უპილოტო საფრენი აპარატები, ვერტმფრენები, ჯავშანტექნიკა და სხვა სპეციალური აღჭურვილობა.

აქციები იმართება საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც, პოლიციამ მარსელსა და ლიონში არასანქცირებული გამოსვლა ცრემლსადენი აირის გამოყენებით დაშალა. პარიზის ცალკეულ ტერიტორიებზე მოქმედებს კომენდანტის საათიც.

საფრანგეთის დედაქალაქში მუშაობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი – ლევან ახალაია და ვახო ლეკიაშვილი აშუქებენ საპროტესტო აქციებს.

მსგავსი