ტრამპის განცხადება საწვავის ფასზე აისახა
„ეპიკური მრისხანება“ ისევ დონალდ ტრამპის სამხედრო გეგმებშია. აშშ-ის პრეზიდენტი ირანში ახალ ოპერაციას აანონსებს. მოსალოდნელი თავდასხმები მთავარი თემა იყო სტამბოლში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზეც, სადაც რვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ. დიპლომატების შეფასებით, ვაშინგტონის ახალი სამხედრო ნაბიჯები ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტს კიდევ უფრო გააფართოებს. ესკალაციის მოლოდინმა უკვე იმოქმედა მსოფლიო ბაზარზეც, ტრამპის განცხადებიდან რამდენიმე საათში ნავთობის ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა. თუმცა, როგორც ირკვევა, თეთრი სახლის გეგმებში ირანი ერთადერთი არ არის. ტრამპის თქმით, ირანის შემდეგ აშშ „კუბასაც მიხედავს“, სადაც „საბოლოო შეთანხმების მიღწევისთვის“ პროცესების სათავეში სახელმწიფო მდივანი, ჰავანის ხისტი კრიტიკოსი მარკო რუბიო იქნება.