ბრიტანეთის პარლამენტში „ბრექსიტის“ შეთანხმებაზე კენჭისყრა იანვარში გაიმართება
დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ევროკავშირთან „ბრექსიტზე“ მიღწეულ შეთანხმებაზე კენჭისყრას 2019 წელს, იანვრის მესამე კვირაში ჩაატარებს. განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.
თავდაპირველი ვერსიით, კენჭისყრა 11 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მხარდამჭერთა არასაკმარისი რაოდენობის გამო, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კენჭისყრის თარიღი გადასწია.