ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ტერაქტების საფრთხე გაზრდილია
ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ტერაქტების საფრთხე გაზრდილია

ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურის – „მი5“-ის ხელმძღვანელის, კენ მაკკალუმის თქმით, ახალი ტერაქტების საფრთხე გაზრდილია. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

კენ მაკკალუმის განცხადებით, „თალიბანის“ მიერ ავღანეთის ხელისუფლების ხელში ჩაგდება სხვა ისლამისტური ჯგუფების წახალისებას და გაძლიერებას გამოიწვევს.​ მაკკალუმის თქმით, ბრიტანული სადაზვერვო სააგენტოები ექსტრემისტების მიერ თავდასხმების შესაძლებლობის რისკების გაზრდას ელოდებიან. მისი თქმით, ბოლო 18 თვის განმავლობაში ბრიტანულმა კონტრდაზვერვამ ექვსი თავდასხმის ჩაშლა მოახერხა, ხოლო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეს რიცხვი 31-ს აღწევს.

ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემებით, მსოფლიოში ისლამისტი მებრძოლების რაოდენობა 100-დან 230 ათასამდე მერყეობს, რაც, 2001 წელთან შედარებით, 270 პროცენტით მეტია; ხოლო აქტიური ტერორისტული დაჯგუფებების რიცხვი 67-ს შეადგენს.