ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია ბრექსიტის მოწინააღმდეგე სამმა დეპუტატმა დატოვა
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია სამმა დეპუტატმა დატოვა. ისინი დამოუკიდებელ დეპუტატთა ჯგუფს შეუერთდებიან, რომლის შემადგენლობაშიც ძირითადად, ყოფილი ლეიბორისტული პარტიის წევრები არიან. ინფორმაციას ტელეკომპანია „ბიბისი“ ავრცელებს.
დეპუტატებმა ანნა სუბრიმ, სარა უოლასტონმა და ჰაიდი ალლენმა პრემიერ-მინისტრს ერთობლივი წერილით მიმართეს და ტერეზა მეის მათი წასვლის განცხადების დაკმაყოფილება სთხოვეს.
დეპუტატები ევროკავშირში დარჩენის მომხრეები არიან და წერილში აღნიშნავენ, რომ ბრექსიტმა კონსერვატიული პარტია შეცვალა.
დამოუკიდებელ დეპუტატთ ჯგუფში ახლა გაცილებით მეტი წევრია, ვიდრე ჩრდილოეთ ირლანდიის დემოკრატიულ პარტიაში.