ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი - საავადმყოფოებში ადგილების დეფიციტის გამო, კოვიდპაციენტებს სავარაუდოდ სასტუმროებში გადავიყვანთ
ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი - საავადმყოფოებში ადგილების დეფიციტის გამო, კოვიდპაციენტებს სავარაუდოდ სასტუმროებში გადავიყვანთ

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს სავარაუდოდ სასტუმროებში განათავსებენ. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

როგორც მეტ ჰენკოკი ამბობს, ამ გზით ხელისუფლება საავადმყოფოებში ადგილების დეფიციტის გამო სამედიცინო პერსონალზე გაზრდილი ზეწოლის შემსუბუქებას აპირებს.

„ჩვენ ამ გზას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივმართავთ, თუ პაციენტების სასტუმროში გადაყვანა კლინიკურად მართებული გადაწყვეტილება იქნება. ზოგიერთ შემთხვევაში კოვიდპაციენტების მდგომაროება არ მოითხოვს მათ ჰოსპიტალიზებას“, – განაცხადა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

ამასთან, როგორც „გარდიანი“ კიდევ ერთ სტატიაში წერს, ინგლისის საავადმყოფოებში მყოფი ინფიცირებულებისთვის საწოლების გასათავისუფლებლად ათასობით პაციენტს დროზე ადრე გაწერენ.

„ინიციატივას „სახლში ან სასტუმროში“ დაერქვა და ამჟამად სტაციონარებში მყოფი პაციენტების გაწერა დროზე ადრე ხდება. მათ სასტუმროებში დახმარებას მოხალისეთა ორგანიზაციები გაუწევენ“, – წერს „გარდიანი“.

გამოცემის ინფორმაციით, ლონდონის სასტუმროების გაერთიანებამ უკვე დაიწყო კოვიდდადებითი უსახლკარო პაციენტების მიღება. მათთან პაციენტები სამეფო კოლეჯის საავადმყოფოდან გადაჰყავთ. მათი განთავსება ხდება Best Western-ის ბრენდულ სასტუმროში. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ეროვნული ჯანდაცვის სისტემის 20 სხვა ორგანიზაციასთან და ამ სქემით სავარაუდოდ 5000 საწოლის მობილიზება მოხდება.

ამასთან, როგორც დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სისტემის წარმომადგენლები აცხადებენ, „პაციენტების არ მოსთოხვენ საავამდყოფოს დატოვებას, თუ მათ სამედიცინო თავალსაზრისით საფრთხე ექმურებათ.“