ბრიტანეთის დედოფალი ბრიტანელ პოლიტიკოსებს საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებს
ბრიტანეთის დედოფალი ბრიტანელ პოლიტიკოსებს საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებს. Reuters-ი წერს, რომ ნორფოლკში, ქალთა ინსტიტუტში სტუმრობისას, ელიზაბეთ მეორემ პოლიტიკოსების მიმართ დაშიფრული დელიკატური გზავნილი გააკეთა, მიმართვის მთავარი მიზანი კი, ბრექსიტის ირგვლივ არსებული უთანხმოების დასრულებაა.
სიტყვით გამოსვლისას, ბრიტანეთის დედოფალს სიტყვა ბრექსიტი არ უხსენებია, თუმცა თქვა, რომ ყველა თაობას ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები აქვს.
„რამდენადაც ჩვენ ვეძებთ ახალ პასუხებს თანამედროვე ეპოქაში, მე მაგალითად, შემოწმებულ რეცეპტებს ვანიჭებ უპირატესობას, ესაა ერთმანეთთან კარგად საუბარი, ერთმანეთის აზრების პატივისცემა, გაერთიანება საერთო ენის მოსაძებნად და საერთო ვრცელი სურათის ხედვის უნარის არასდროს დაკარგვა“, – აღნიშნა დედოფალმა ელიზაბეთმა.
29 მარტს, ბრიტანეთმა ევროკავშირი უნდა დატოვოს. ქვეყანა ბოლო 50 წელიწადში ყველაზე ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია.
ბრიტანეთი ევროკავშირს 1973 წელს შეუერთდა.