ბრიტანეთის ახალი შრომის მინისტრი ემბერ რადი გახდა, რომელიც ადრე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
ემბერ რადი ამ თანამდებობაზე ესტერ მაკვეის შეცვლის, რომელმაც გადაგომის შესახებ განცხადება გუშინ, მას შემდეგ დაწერა, რაც ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ ბრექსიტთან დაკავშირებით ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმება გაასაჯაროა.
ამასთან, დიდ ბრიტანეთს ბრექსიტის ახალი მინისტრი სტივენ ბარკლაი ჰყავს.