ბრიტანელი გულშემატკივრების მხიარული თავგადასავალი კატარში - ლუდს ეძებდნენ და შეიხის სასახლეში ლომის გალიასთან აღმოჩნდნენ #1TVSPORT
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანული მედია ჯერ კიდევ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე აკრიტიკებდა კატარს ადამიანის უფლებების დარღვევისათვის, დაახლოებით 4 ათასი ინგლისელი და კიდევ რამდენიმე ათასი უელსელი თავიანთი გუნდების მხარდასაჭერად აზიის ამ ქვეყანაში ჩავიდა.
ირანთან ინგლისის ნაკრების მატჩის წინა დღეს, „ევერტონის“ ფანი, სახელად ალექსი, მეგობართან ერთად, ლუდის საყიდლად წავიდა — მაგრამ არ იცოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონებზე ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ალკოჰოლიანი სასმელის გაყიდვა აიკრძალა.
იგი ქალაქში მეგობრებთან ერთად გავიდა, შეხვდა ორ კატარელს, რომლებმაც შინ დაპატიჟეს. ერთ-ერთი მათგანი საკმაოდ შეძლებული კაცი აღმოჩნდა.
„ჩვენ ჩავსხედით მის მანქანაში და აღმოვჩნდით დიდ სასახლეში. მასპინძელმა ეზოში დაგვათვალიერებინა ეგზოტიკური ჩიტები და ცხოველები“, – წერს ალექსი სოციალურ ქსელში.
არანაკლებ ემოციური იყო ალექსის მეგობრის პოსტიც:
„წუხელ შეიხის ერთ-ერთ ვაჟს შევხვდით, სასახლეში წაგვიყვანა, იქ კი ლომები და სხვა ცხოველები დაგვათვალიერებინა“.