ცნობილი უკრაინელი მძიმეწონოსანი, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ვლადიმირ კლიჩკო კრივში დაბრუნებას აპირებს. ამის შესახებ ბრიტანელმა ჟურნალისტმა სტივ ბანსმა დაწერა. მისი სიტყვებით, ბრიტანელი ენტონი ჯოშუა არ აპირებს 13 აპრილს „უემბლიზე“ დაგეგმილ ბრძოლაში მონაწილეობის მიღებას და ის, შესაძლოა, სწორედ უმცროსმა კლიჩკომ შეცვალოს.
„დიდია იმის ალბათობა, რომ ჯოშუა მილერს ამერიკაში შეხვდება. ამიტომაც, მისი სააპრილო ბრძოლა ლონდონში გადატანილი იქნება ან მას სხვა მოკრივით შეცვლიან“, – ამბობს ბარნსი. – „სხვადასხვა ვერსია მოვისმინე მის პოტენციურ შემცვლელზე. ვლადიმირ კლიჩკო ბრუნდება, ის კვლავ აპირებს ჩხუბს. გავიგე, რომ მის სახელს უკავშირებენ „დიდ ბრიტანელ მძიმეწონოსანს“. ეს არ არის არც ფიური და არც ჯოშუა, არამედ დილიან უაიტი. გავიგე, რომ ეს შეიძლება იყოს ბრძოლა, რომელსაც 13 აპრილს „უემბლიზე“ ვნახავთ”.