ძმები კლიჩკოები კიევს იარაღით ხელში დაიცავენ #1TVSPORT
ძმები კლიჩკოები კიევს იარაღით ხელში დაიცავენ #1TVSPORT

კიევის მერმა და კრივში ყოფილმა მძიმეწონოსანმა ჩემპიონმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ძმასთან – ვლადიმირ კლიჩკოსთან ერთად უკრაინის დედაქალაქს იარაღით ხელში დაიცავს, – იუწყება „როიტერი“.

ვიტალი კლიჩკო: „მე სხვა არჩევანი არ მაქვს და ასე უნდა მოვიქცე“, – განაცხადა ლეგენდარულმა მოკრივემ.

კიევის მერმა აღნიშნა, რომ მისი ქალაქი დიდი საფრთხის წინაშეა და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, უკრაინის დედაქალაქი ელექტროენერგიით, ბუნებრივი აირით და სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იყოს.

დატოვე კომენტარი