უაილდერი ფიურის დაემუქრა
უაილდერი ფიურის დაემუქრა

პირველ დეკემბერს, სუპერმძიმე წონით კატეგორიაში, საჩემპიონო ორთაბრძოლა გაიმართება: WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, ამერიკელი – დეონტეი უაილდერი (40-0, 39KO) ბრიტანელ ექსჩემპიონს – ტაისონ ფიურის (27-0, 19KO) შეხვდება.

მებრძოლებმა გამართეს პირველი პრესკონფერენცია, რომელიც კინაღამ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

პრესკონფერენციაზე უაილდერმა გამოაცხადა, რომ  სუპერმძიმე წონაში ნომერი პირველია:

„ – ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ ფიურისთან ბრძოლა ადრე იმართება, რომ ის არ არის მზად. არ მაინტერესებს მათი აზრი. ის, ვინც მოდის დეონტეი უაილდერის ბრძოლის სანახავად, მოდის ნოკაუტის სანახავად. ყველას აინტერესებს, როგორ გავუშვებ ნოკაუტში 41-ე მეტოქეს. არ მაინტერესებს რას ლაპარაკობს ჩემი მეტოქე. ჩემზე ეს არ მოქმედებს. მე ვლადიმირ კლიჩკო არ ვარ, მე დეონტეი უაილდერი ვარ. ჩვენს დივიზიონში, პირველ ნომრად ჩემი თავი  მიმაჩნია. სხვანაირად რომ ვფიქრობდე, მე აქ არ ვიქნებოდი. ჩართეთ ტელევიზორი პირველ დეკემბერს. ჩემი საქმეა რომ – ეს ცომის მასა მიკროტალღურ ღუმელში ჩავტენო და მისგან გემრიელი მაფინი მოვამზადო.“ – აცხადებს დეონტეი უაილდერი.