გერმანელ პოლიტიკოსს მაიკ ტაისონთან ჩხუბი სურს
გერმანელ პოლიტიკოსს მაიკ ტაისონთან ჩხუბი სურს

კომპანია „პორშეს“ ყოფილი ტოპ-მენეჯერი, ამჟამად, გერმანელი პოლიტიკოსი უვე ჰუკი ლეგედარული ამერიკელი მოკრივის მაიკ ტაისონის წინააღმდეგ ბრძოლის გამართვას გეგმავს. მან უკვე მიმართა მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს, უკრაინელ ვლადიმირ კლიჩკოს ბრძოლის ორგანიზებისთვისა და მომზადებისთვის.

„მე მყავს რამდენიმე ნაცნობი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლებიც დღეისთვის დაიწყებენ ტაისონთან მოლაპარაკებებს. რომ არა კორონავირუსი, ყველაფერი უფრო სწრაფად მოხდებოდა. ასევე გეგმაშია პირადი შეხვედრა არნოლდ შვარცენეგერთან. ვლადიმირ კლიჩკო კი დამპირდა, რომ თუ ორთაბრძოლაზე შეთანხმება შედგება, ის ჩემი მწვრთნელი იქნება. მხოლოდ კლიჩკომ იცის, როგორ უნდა „რკინის მაიკის“ დამარცხება. მთავარია, ჩხუბში არ აყვე. თუ საჭირო დისტანციას არ დავიცავ – მომკლავს“, – თქვა ჰუკმა.

გერმანელ პოლიტიკოსს უკვე აქვს ერთი ბრძოლა პროფესიონალ მოკრივესთან. ის რინგზე შეხვედრია სამხრეთაფრიკელ ფრანსუა ბოტას. გარდა ამისა, მას მოგებული აქვს ევროპის ჩემპიონატი ტაილანდურ კრივში.

დატოვე კომენტარი