ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში WTA International-ის კატეგორიის ტურნირი დასრულდა, რომელშიც მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ჩეხმა პეტრა კვიტოვამ შარშან მოპოვებული ტიტული დაიცვა.
ფინალში მისი მეტოქე იყო კლასიფიკაციის მე-13 ნომერი, ამერიკელი მედისონ კისი. სამსეტიანი მარათონი ორი საათი და 10 წუთი გაგრძელდა და ჩეხმა 6:4, 4:6, 7:5 მოიგო.
კლიშკოვამ პირველი სეტი ერთადერთი ბრეიკის წყალობით მოიგო. მეორე სეტშიც ის ბრეიკით იყო დაწინაურებული, მაგრამ 2:3-ის შემდეგ, კისმა ორჯერ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
მესამე სეტში პლიშკოვამ დაიბრუნა ინიციატივა და ისევ ბრეიკით დაწინაურდა, თუმცა 5:4-ზე მატჩზე ვერ ჩააწოდა. 5:5-ზე ჩეხმა მატჩში მეოთხე ბრეიკი შეასრულა და მეორე ჯერზე შეძლო მატჩზე ჩაწოდება.
კლიშკოვასთვის ეს არის კარიერაში მე-16 ტიტული. ბრისბენში კი მან მესამედ გაიმარჯვა და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში კაროლინა პლიშკოვამ იაპონელი ნაომი ოსაკას წინააღმდეგ სამსათიან შეხვედრაში მატჩბოლი მოიგერია.