ირაკლი თურმანიძის ბრინჯაო, ლაშა ტალახაძის ოქრო და მსოფლიო რეკორდი | აშხაბადი 2018
აშხაბადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს შეჯიბრი სუპერ მძიმე წონაში ტარდება.
საქართველოს ღირსებას ორი სპორტსმენი – ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე იცავენ.
დღის პირველი ქართული მედალი ირაკლი თურმანიძემ მოიპოვა, რომელმაც ატაცში 203 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ლაშა ტალახაძემ პირველივე ცდაზე 207 კგ. ასწია და ატაცში ოქროს მედალი გაინაღდა. მეორე ცდაზე მან 212 კგ. დაძლია და მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მესამე ცდაზე ტალახაძემ კიდევ ერთხელ მოახერხა ყველას გაოცება, 217 კგ. ასწია და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.
მეორე დისციპლინაში, აკვრაში შეჯიბრი რამდენიმე წუთში დაიწყება.