ბრეტ ბრაუნის განცხადებით, ბენ სიმონსი სეზონის განახლებისთვის მზად არის
ბრეტ ბრაუნის განცხადებით, ბენ სიმონსი სეზონის განახლებისთვის მზად არის

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სეზონის განახლებამდე 1 თვეზე ნაკლები რჩება. „ფილადელფიას“ გულშემატკივრებისთვის ამჟამად ყველაზე დიდ გაურკვევლობას ბენ სიმონსის საკითხი წარმოადგენს. „სიქსერსის“ ავსტრალიელმა გამთამაშებელმა კარანტინამდე რეგულარულში ჩატარებული ბოლო 10 მატჩიდან 9 ზურგის ტრავმის გამო გამოტოვა. ექიმები სიმონსთამ დაკავშირებით, ზუსტ და დამაიმედებლ პროგნოზს ვერ აკეთებდნენ.

„ფილის“ მთავარი მწვრთნელი ბრეტ ბრაუნი მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ სიმონსმა ტრავმა მოირჩინა და სეზონის განახლებისთვის მზად არის.

59 წლის სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსზე პირველადი ტესტირების შედეგად „ფილადელფიას“ არც ერთ კალათბურთელს ინფექცია არ დაუდასტურდა.