„ბრეშია“ ბალოტელისთან კონტრაქტის შეწყვეტას გეგმავს
„ბრეშია“ ბალოტელისთან კონტრაქტის შეწყვეტას გეგმავს

„ბრეშიას“ ხელმძღვანელობა მარიო ბალოტელისთან ხელშეკრულების შეწყვეტას ვადაზე ადრე გეგმავს და ამისთვის იურიდიულ გზებს ეძებს, – იუწყება Sky Sport Italia.

გამოცემის ინფორმაციით, თავდამსხმელმა რამდენიმე ვარჯიში გააცდინა და კლუბს აღარ სურს, რომ უპასუხისმგებლო ფეხბურთელს ანაზღაურება გადაუხადოს.

აღნიშნავენ, რომ ბალოტელის გუნდიდან დათხოვნა „ბრეშიას“ პრეზიდენტის, მასიმო ჩელინოს გადაწყვეტილებაა. წერენ იმასაც, რომ მარიო ბალოტელის პრეზიდენტთან შეხვედრა სურდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა არ მიიღო.

მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა „ბრეშიას“ შემადგენლობაში 19 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.